იოსელიანი – არ მგონია, აქციის ორგანიზატორები გამოხატავდნენ აქციაზე მყოფი ადამიანების სულისკვეთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქცია ასე უცებ არ დაიშლებოდა

მადლობა ეკუთვნის ხალხს, რომელიც ქუჩაში პერმანენტულად გამოდის და იცავს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები ძალიან მძლავრ სიგნალს უგზავნიან ხელისუფლებას, რომ არ მისცემენ უფლებას, გადაუხვიოს ევროპულ კურსს.

ამასთან, როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, მეორე საკითხია, რამდენად არის პოლიტიკური კლასი მზად, იმდენად მძლავრად მიიტანოს ხელისუფლებამდე ეს გზავნილი, რომ კონკრეტული შედეგები გამოიღოს.

„ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის ხალხს, რომელიც ქუჩაში პერმანენტულად გამოდის და იცავს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ადამიანები ძალიან მძლავრ სიგნალს უგზავნიან ხელისუფლებას, რომ არ მისცემენ უფლებას, გადაუხვიოს ევროპულ კურსს. გუშინდელი აქციაც ამის დამადასტურებელი იყო.

მეორე საკითხია, რამდენად მზადაა პოლიტიკური კლასი, რათა მოახდინოს ამ გზავნილის იმდენად მძლავრად მიტანა ხელისუფლებამდე, რომ კონკრეტული შედეგები გამოიღოს. აქ არის პრობლემა, რადგან არც ის ორგანიზაცია, რომელიც აქციის ორგანიზებას ახდენდა და სამწუხაროდ, არც პოლიტიკური პარტიები არ არიან ისეთ ფორმაში, ვისაც შეუძლიათ ამ მუხტის საკმარისად მიტანა ხელისუფლებამდე. ამიტომ მოხდა, რომ საბოლოო ჯამში ეს აქცია დაიშალა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის ფიქრობს, რომ აქციის ორგანიზატორები ნ აქციაზე მყოფი ადამიანების სულისკვეთებას არ გამოხატავენ. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქცია ასე უცებ არ დაიშლებოდა.

„არ მგონია, აქციის ორგანიზატორები გამოხატავდნენ აქციაზე მყოფი ადამიანების სულისკვეთებას და აზრს. ეს აქციის შედეგმა დაადასტურა. ეს რომ ასე ყოფილიყო, აქცია ასე უცებ არ დაიშლებოდა. ეს ერთმანეთისგან აცდენილი იყო. ამიტომ მათ განცხადებებზე კომენტარს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

წინა სტატიაშირუსეთის დუმის სპიკერი – ნატო-ს ბაზები ფინეთსა და შვედეთში ამ ქვეყნებს არ დაიცავს, პირიქით, მათ მოსახლეობას მხოლოდ საფრთხეს შეუქმნის
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი- 4 ივლისი არა მარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის არის თავისუფლების, დემოკრატიის და ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების სიმბოლო