რუსეთის დუმის სპიკერი – ნატო-ს ბაზები ფინეთსა და შვედეთში ამ ქვეყნებს არ დაიცავს, პირიქით, მათ მოსახლეობას მხოლოდ საფრთხეს შეუქმნის

ნატო-ს ბაზები ფინეთსა და შვედეთში ამ ქვეყნებს არ დაიცავს, პირიქით, მათ მოსახლეობას მხოლოდ საფრთხეს შეუქმნის, – ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

მანამდე ფინეთის ქალაქ ლაპენრანტას მერი, კიმო იარვუ ქალაქში ნატო-ს ბაზის განთავსების ინიციატივით გამოვიდა. რუსეთის დუმის სპიკერის თქმით, მერის მოსაზრება, რომ ეს შექმნის უსაფრთხოების განცდას, მცდარია, რადგან კონფლიქტის შემთხვევაში, დარტყმები, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია მტრის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.

banner
წინა სტატიაშიკულება – უახლოეს პერსპექტივაში ვერ ვხედავ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე ალიანსი საკუთარ პოზიციას შეიცვლის
შემდეგი სტატიაიოსელიანი – არ მგონია, აქციის ორგანიზატორები გამოხატავდნენ აქციაზე მყოფი ადამიანების სულისკვეთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქცია ასე უცებ არ დაიშლებოდა