იონათამიშვილი ანტიპროპაგანდისტულ კანონზე – ვინც პროპაგანდას აიგივებს ადამიანის უფლებებთან, ის ძალიან სერიოზულ და არსებით შეცდომას უშვებს

პროპაგანდა არ ნიშნავს უფლებების დაცვას, ვინც პროპაგანდას აიგივებს ადამიანის უფლებებთან, ის ძალიან სერიოზულ და არსებით შეცდომას უშვებს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„პროპაგანდა არ ნიშნავს უფლებების დაცვას. თუ პროპაგანდას აქვს ნეგატიური მიზნები, პირიქით, ადამიანის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. ამიტომ ვინც პროპაგანდას აიგივებს ადამიანის უფლებებთან, ის ძალიან სერიოზულ და არსებით შეცდომას უშვებს. ჩვენი მიზანია, მოხდეს ამის გამიჯვნა, ვინაიდან ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის სასამართლომ „კროკუს სითიზე“ თავდასხმის საქმეში მეცხრე ეჭვმიტანილს პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიამედიის ცნობით, რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა დაბომბა