“იოჰანეს ჰანმა თავის გამოსვლაში ახსენა, რომ საქართველო შემოდგომაზე აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას”

ჩვენ დიდი მადლობა გადავუხადეთ კომისარ ჰანს, მისი პირადი წვლილისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რომელსაც საქართველო დგამს ამ მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კომისარმა თავის გამოსვლაში ახსენა, რომ საქართველო აუცილებლად შემოდგომაზე მიიღებს ვიზალიბერალიზაციას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში ძალიან საინტერესო დისკუსიები იგეგმება, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ, აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე.

“ევროპული ინტეგრაცია და ის რეფორმები, რომლებიც გამომდინარეობენ ასოციაციის ხელშეკრულებიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი, უმაღლესი პრიორიტეტი შეიძლება ითქვას და ჩვენ ნაბიჯ–ნაბიჯ წარმატებულად მივყვებით და ვახორციელებთ რეფორმებს. ასევე მნიშვნელოვანია და კომისარმა ჰანმა გაუსვა ხაზი თავის გამოსვლაში თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარტნიორობა ევროკავშირის ქვეყნებთან ვინაიდან, ეკონომიკური პარტნიორობის განვითარება ქმნის უფრო მეტ სტაბილურობას რეგიონში და ეს არის ასახული ევროპის ახალ სამეზობლო პოლიტიკაში. ასევე ჩვენი საუბრის დროს განვიხილეთ ახალი ინიციატივები, როგორიც არის მაგალითად ევროპული სკოლის დაარსება საქართველოში, რომელიც იქნება რეგიონული ხასიათის და ჩვენ დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ ინიციატვისთვის და მზად ვართ თანამშრომლობისთვის ამ პროექტის ფარგლებში. რა თქმა უნდა ჩვენ დიდი მადლობა გადავუხადეთ კომისარ ჰანს მისი პირადი წვლილისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რომელსაც საქართველო დგამს ამ მიმართულებით და კომისარმა თავის გამოსვლაში ახსენა, რომ საქართველო აუცილებლად შემოდგომაზე მიიღებს ვიზალიბერალიზაციას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიავთანდილ მარგიანი: მე ვინც დამირეკა, ის არის ძალიან ახლობელი „ოცნების“
შემდეგი სტატიაამერიკის კონგრესი დღეს იწყებს საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვას