საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ავთანდილ მარგიანი, “ქართული ოცნების” მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ ახალი სახეების წარდგენაზე აღნიშნულ პარტიასთან დაახლოებულმა პირმა მიიწვია.
„ჩვენი პარტიის ლიდერები იყვნენ და იმათმა დამირეკეს, ძალიან გთხოვთ, რომ წამობრძანდეთო. ველოდებოდით ბიძინას ჩამოსვლას და რახან არ იყო, არ მივდიოდი, მაგრამ მერე დამირეკეს. მე ვინც დამირეკა, ის არის ძალიან ახლობელი „ოცნების“, მაგათთან არის, დღე და ღამე ერთად არიან, ჯამბული ჰქვია, გვარი არ მახსოვს“, – აღნიშნა მარგიანმა.
“ქართული ოცნების” მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგურამოში პარტიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე ზოგიერთი ისეთი პირიც მოხვდა, რომლებიც არ ყოფილან მიწვეულები საორგანიზაციო ჯგუფის მიერ და მათ შორის იყო თავად მარგიანი.