ინტერპოლმა ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილზე ძებნა გამოაცხადა

ინტერპოლმა ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილზე ძებნა გამოაცხადა

9ინტერპოლმა რუსეთის მოქალაქე რუსლამ მუხუდინოვზე, რომელიც რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილია, ძებნა გამოაცხადა – ამის შესახებ სისხლის სამართლის პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის საიტზეა ნათქვამი. 29 წლის რუსეთის მოქალაქეს ბრალი მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარებაში ედება – ნათქვამია ინტერპოლის საიტზე.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერის მკვლელობაზე გასული წლის დეკემბერში, რუსეთის მოქალაქეებს ჩეჩნეთიდან, ზაურ დადაევს, ანზორ და შაგიტ გუბაშევებს, ტამირლან ეკსხერხანოვს და ხამზატ ბახაევს უკვე წაუყენეს ბრალი.
ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლთან ახლოს იქნა მოკლული. მას ოთხი ტყვია ესროლეს. ის ადგილზე გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიდიპლომატიური ტურის ფარგლებში ელჩები ანაკლიის პორტის პროექტს და სასათბურე მეურნეობას გაეცნენ
შემდეგი სტატიათურქეთის პარლამენტმა ახალ პრემიერს ნდობა გამოუცხადა