ინდოეთში ბედნიერების მინისტრს მკვლელობაში სდებენ ბრალს

ინდოეთში, შტატ მადჰია-პრადეშში, ბედნიერების მინისტრზე ძებნა გამოცხადდა, რომელსაც ბრალი მკვლელობაში ედება – New York Post-ი წერს. სასამართლომ პოლიტიკოსის დასაპატიმრებლად ორდერი უკვე გასცა. გამოცემის ინფორმაციით, ლალ სინგჰ არიამ მკვლელობა 2009 წელს ჩაიდინა, მისი მსხვერპლი პოლიტიკური ოპონენტი იყო. საქმეზე სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.
მადჰია-პრადეშში პირველი შტატია ინდოეთში, რომელსაც ბედნიერების სამინისტრო ჰქონდა. შტატში 70 მილიონ ადამიანამდე ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიHuman Rights Watch-ის განცხადებით ტერორისტებს პროცესუალური ნორმების დარღვევით ასამართლებენ
შემდეგი სტატიათქვენ გინდათ ,რომ ასეთმა სააკაშვილებმა მოახდინონ სიტუაციის დესტაბილიზება ქვეყანაში?