იმის სათქმელად ჩამოვედით, რომ საქართველო სულ უფრო ახლოს უნდა იყოს EU-სთან – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრი დეპუტატის, ვიქტორ ნეგრესკუს თქმით, საქართველოში იმის სათქმელად ჩამოვიდნენ, რომ ქვეყანა სულ უფრო ახლოს უნდა იყოს ევროკავშირთან.

მისი თქმით, პრემიერთან შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ შეიძლება საქართველომ ევროპულ გზაზე სვლა გააგრძელოს.

“ევროპარლამენტიდან ჩამოვედით იმის სათქმელად, რომ საქართველო სულ უფრო ახლოს უნდა იყოს ევროკავშირთან. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ვართ წარმოშობით. მე თავად რუმინეთიდან გახლავართ. ჩვენ საქართველოსთან ძლიერი ორმხრივი ურთიერთობა გაგვაჩნია სხვადასხვა მიმართულებით, ერთ-ერთია უსაფრთხოების სფერო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძლიერი დემოკრატია ძლიერ განვითარებას მოასწავებს. ასევე მიგვაჩნია, რომ ძლიერი პარტნიორობით, ევროკავშირთან, მის წევრ სახელმწიფოებთან, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და სხვა პარტნიორებთან საქართველოში შეიძლება ცხოვრება აყვავდეს.

იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა და საუბარი კონსტრუქციული იყო და გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან კონსტრუქციული ურთიერთობის ქონას”, – განაცხადა ვიქტორ ნეგრესკუმ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გვინდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიხილოთ
შემდეგი სტატიამელია: ვისაც არ სურს, ქვეყანაში გაგრძელდეს განუკითხაობა და ოლიგარქიული წესწყობილება, ყველა მარტივად გააკეთებს არჩევანს