ჩვენ გვინდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიხილოთ

წარმომადგენელთა პალატის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის თქმით, სურთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იხილონ.

ამ თემაზე მან “ამერიკის ხმასთან” ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესს ყურადღებით დააკვირდებიან.

“ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს არჩევნებს ამ უქმეებზე. ჩემთვის, როგორც ადამიანისთთვის, ვინც ბევრ ყურადღებას უთმობს და დიდი ინტერესით ეპყრობა საქართველოს მომავალს და ჩვენ მეგობრობას საქართველოსთან, მინდა რამდენიმე გამამხვნევებელი სიტყვა ვთქვა. ჩვენ გვინდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიხილოთ. გვინდა, რომ კანდიდატებს შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, იმის თქმა, რისი თქმაც სურთ. გვინდა ვიხილოთ, რომ მედიას ექნება საშუალება მოვლენები თავისუფლად და სამართლიანად გააშუქოს. ვფიქრობთ, ეს საქართველოსთვის წარმატებად შეიძლება იქცეს. ჩვენ პროცესს ნამდვილად ყურადღებით დავაკვირდებით. ასევე მოგიწოდებთ, მოეპყარით საერთაშორისო დამკვირვებლებს ძალიან კარგად. იმედი გვაქვს რაიმე კარგს ვიხილავთ და ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება”, – თქვა ადამ კინზინგერმა “ამერიკის ხმისთვის” მიწოდებულ ვიდეო კომენტარში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის
შემდეგი სტატიაიმის სათქმელად ჩამოვედით, რომ საქართველო სულ უფრო ახლოს უნდა იყოს EU-სთან – ევროპარლამენტარი