იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ქუთაისში განთავსებულ ბლოკ-პოსტებზე არსებულ ვითარებას გაეცნო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი დილიდან ქუთაისში განთავსებულ ბლოკ-პოსტებზე იმყოფებოდნენ.

ისინი პირადად გაეცნენ შეზღუდვების დაწესების შემდეგ არსებულ ვითარებას და საგუშაგოებზე მყოფ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.

ამ დროისთვის ქუთაისი ჩაკეტილია, შემცირებულია ქალაქის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება, მოძრაობენ მხოლოდ სადისტრიბუციო ავტომობილები და იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლები, რომლებიც ქუთაისში არ ცხოვრობენ.

ქუთაისში 9 ძირითადი ბლოკ-პოსტი მოქმედებს, 9 საგუშაგოა განლაგებული მეორეხარისხოვან გზებზე. ასევე ორმხრივად გახსნილია ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალი, რომელზეც მოძრაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ცალმხრივად იყო შესაძლებელი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი დღეიდან სატრანსპორტო საშუალებები ორმხრივად იმოძრავებენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი ათი დღით დაიკეტა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ხახუბიამ ფოთში 400 მდე ოჯახს სააღდგომოდ სასურსათო კალათა გადასცა
შემდეგი სტატიასაქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს