ირაკლი ხახუბიამ ფოთში 400 მდე ოჯახს სააღდგომოდ სასურსათო კალათა გადასცა

საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ბიუროს ორგანიზებით ფოთში მცხოვრებ 400- მდე ოჯახს სააღდგომოდ სასურსათო კალათა გადაეცა . სასურსათო კალათა მიიღეს მარტოხელა მშობლებმა, ობოლმა ბავშვებმა , 18 წლამდე შშმ პირებმა, ასევე 80 წელს ზემოთ მყოფმა კულტურის, სამედიცინო სფეროს მუშაკებმა და პედაგოგება.

„ხელისუფლება, ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს კორონავირუსის შესაჩერებლად. ამ რთულ პროცესში სოციალური პასუხისმგებლობა და ერთმანეთის გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ფოთში ასობით ადამიანს მივაწოდეთ სასურსათო კალათა და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. მთავარი ახლა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა – გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და დავრჩეთ სახლში“ , – განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

საქართვე;ლოს პარლამენტის წევრმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 000 ლარი, ხოლო ფოთის ბიუჯეტში 50 000 ლარს გადარიცხა.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში 4 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
შემდეგი სტატიაიმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ქუთაისში განთავსებულ ბლოკ-პოსტებზე არსებულ ვითარებას გაეცნო