იმამურა აკირა – ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ, რომლებსაც სურთ საქართველოში გარკვეული საქმიანობა განახორციელონ

„ჩვენთვის მთავარია მოვახდინოთ დამაკავშირებელი არხების გაძლიერება აზიის ქვეყნებსა და საქართველოს შორის. ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ, რომლებსაც სურთ საქართველოში გარკვეული საქმიანობა განახორციელონ. ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ქუთაისისა და დარიალის პროექტები რომელიც იაპონიისა და საქართველოს თანამშრომლობით განხორციელდა. ამგვარი ინვესტიციები მომავალშიც განხორციელდება. ჩვენ გვაქვს დადებული ხელშეკრულება საგანგებო საგადასახადო რეჟიმის შესახებ, რათა მაღალი ინვესტიციების განხორციელებისას თავიდან იქნას აცილებული ორმაგი დაბეგვრა“, – ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – მივესალმები ნატო-ს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ
შემდეგი სტატიაპუტინი – ჩვენ ვინმეს მოკვლის ჩვევა არ გვაქვს