პუტინი – ჩვენ ვინმეს მოკვლის ჩვევა არ გვაქვს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ რუსეთს ვინმეს მოკვლის ჩვევა არ აქვს. პუტინმა ინტერვიუ ამერიკულ ტელეარხს NBC-ის მისცა.

რუსეთში ადამიანების უფლებებზე საუბრისას ჟურნალისტმა მას პირდაპირ ჰკითხა, შეუკვეთა თუ არა მან, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მკვლელობა.

ჟურნალისტის კითხვაზე პუტინმა კაპიტოლიუმზე შეჭრის ის ეპიზოდზე გაიხსენა, როცა პოლიციამ კონგრესში მყოფ ქალს ესროლა და ჟურნალისტს შეკითხვა შეუბრუნა:

“რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ვინმეს მოკვლის ჩვევა არ გვაქვს, ეს ერთი. მეორეც, მე თქვენ გკითხავთ, თქვენ შეუკვეთეთ იმ ქალის მკვლელობა, რომელიც კონგრესის დარბაზში შევიდა და პოლიციამ ესროლა. თქვენ იცით, რომ 415 ადამიანი დააკავეს, კონგრესში შესვლის შემდეგ და ისინი იქ კომპიუტერების მოსაპარად არ შესულან, იქ პოლიტიკური დავალებით მივიდნენ”,- თქვა პუტინმა.

ინტერვიუში პუტინმა სხვადასხვა თემებზე, მათ შორის 16 ივნისს ჟენევაში ბაიდენი-პუტინის დაგეგმილ შეხვედრაზეც ისაუბა.

banner
წინა სტატიაშიიმამურა აკირა – ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ, რომლებსაც სურთ საქართველოში გარკვეული საქმიანობა განახორციელონ
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე – დღეისთვის საქართველოში ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული