“იმ დაკარგულ თვალს, იმ დასახიჩრებულ ახალგაზრდებს ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ” – აკაკი ზოიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა:

„პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე რაც მოხდა არის ყველასი, ჩვენ გვყავს 270 დაშავებული, რომელიც წავიდა ჰოსპიტალში, 80 აქედან სამართალდამცავია, 2 აქედან მძიმედაა და სიკვდილ სიცოცხლის საკითხია და იმედია გადაწყდება ისე, რომ კიდევ უფრო დიდ ტრაგედიას აგვაშორებს თავს, იმიტომ რომ თავდადებული მუშაობენ ექიმები, საგანგებო სამსახურები, მათი მუშაობა იყო იმის საწინდარი რომ კიდევ უფრო დიდი ტრაგედია ავიცილეთ, მაგრამ იმ დაკარგულ თვალს, იმ დასახიჩრებულ ახალგაზრდებს ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ. ქართულმა ოცნებამ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღო იმით, რომ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციურად ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, მანდატი დატოვა ჩვენმა კოლეგამ, ჩვენ შევთავაზეთ პროპორციული ნულოვანი სისტემა… რატომ შევთავაზეთ? იმიტომ რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა, ნაბიჯი პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად, რომელიც გადმოინთხა 19-20 ივნისს, ეს ყველაფერი საბაბი იყო, რეალობა კი ისაა რომ ჩვენ ვართ ძალიან დაძაბული და ერთმანეთის მიმართ არის ძალიან დიდი უარყოფითი მუხტი. მაგრამ ამასთან ერთად არსებობს პასუხისმგებლობა იმ ტოქსიური ძალის, რომლებმაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ახალგაზრდები სპეცრაზმთან გაუშვეს და მიატოვეს.“-განაცხადა ზოიძემ.

banner
წინა სტატიაშირა გგონიათ ქალბატონო თამარ, იმ სკამზე სადაც გავრილოვი იჯდა, წამოსკუპდებით და აქ ყველაფერი რუტინის მიხედვით წავა? – ბოკუჩავა
შემდეგი სტატიახოშტარია: ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან