რა გგონიათ ქალბატონო თამარ, იმ სკამზე სადაც გავრილოვი იჯდა, წამოსკუპდებით და აქ ყველაფერი რუტინის მიხედვით წავა? – ბოკუჩავა

პარლამენტში სხდომა დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ჩუგოშვილს აპარატთან ჰქონდა კითხვა, რატომ არ ითიშებოდა მიკროფონი, როცა დეპუტატს გამოსვლის დრო უსრულდება.

„რა გაყვირებთ ქალბატონო სალომე,“ – მიმართ ჩუგოშვილმა დეპუტატს.

ოპოზიციის წევრები ითხოვენ, რომ პარლამენტში განიხილონ აქციის მონაწილეები მოთხოვნები – გადადგეს გახარია და გამოუშვან დაკავებული ახალგაზრდები.

თამარ ჩუგოშვილს თინათინ ბოკუჩავამაც მიმართა. მან მოუწოდა, რომ განიხილოს აქციის მონაწილეების საკითხი, თუ არ უნდა რომ ირაკლი კობახიძის გზას დაადგეს.

„რა გგონიათ ქალბატონო თამარ, იმ სკამზე სადაც გავრილოვი იჯდა, წამოსკუპდებით და აქ ყველაფერი რუტინის მიხედვით წავა? მოვითხოვთ, რომ განიხილო გახარიას გადაგომის საკითხი. ამას ითხოვს საზოგადოება,“ – აღნიშნა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაში“ჩემიანი თუ აკეთებს ყველაფერი მოსულა?.. ოთახში რომ იყავით ჩაკეტილი, გასულიყავით და გადაფარებოდით იმ ბავშვებს თვალები რომ დათხარეს – ეკა ბესელია მმართველ გუნდს
შემდეგი სტატია“იმ დაკარგულ თვალს, იმ დასახიჩრებულ ახალგაზრდებს ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ” – აკაკი ზოიძე