ილია მეორე: სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ (video)

სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და არა მარტო მატერიალურად, არამედ სიტყვიერადაც, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საავადმყოფოსა და ციხეებში, გაჭირვებაში, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა.

უწმინდესმა სრულიად საქართველოს ახალი წლის დადგომა მიულოცა და ერი დალოცა. პატრიარქმა მიმართა მოსახლეობას, სიძნელეების გამო სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდებიან, მომავლის რწმენა არ დაკარგონ – უნდა ახსოვდეთ, რომ მომავალი ჩვენია.

„ძმანო და დანო!

გილოცავთ ახალ წელს. ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინ განჭვრეტა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად არსებობს სიძნელეები და ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი, რომ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობები. არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს. სიძნელე მოდის და მიდის, ასევე სიხარული მოდის და მიდის. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და არა მარტო მატერიალურად, არამედ სიტყვიერადაც, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საავადმყოფოსა და ციხეებში, გაჭირვებაში.

ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვები უნდა დავლოცოთ დედისა და მამის მიერ. დალოცვილი ბავშვები მართლაც ბედნიერი იქნებიან. განსაკუთრებით ვლოცავ ჩემს ნათლულებს. ჩემი ნათლულები უნდა გამოირჩეოდნენ მომავლის რწმენით, სარწმუნოებით, ლოცვით, მომავალი საიმედო უნდა იყოს ჩვენთვის. უნდა გახსოვდეთ, რომ მომავალი ჩვენია. გისურვებთ ჯანმრთელობას!

დადექით ფეხზე და მე უნდა დაგლოცოთ: კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნისამდე, ამინ!“, – ბრძანა პატრიარქმა.

 

https://youtu.be/lpprV846r0A

 

 

banner
წინა სტატიაშიგია ხარჩილავა: ნურავინ ნუ შეეცდება წალენჯიხელების უკან გარიგებაზე წასვლას, მე ვდგავარ აქ ხალხის მიერ არჩეული მერი, რომელიც ვარ საჯაროობის გარანტი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – მომავალი წელი ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის ყოფილიყოს წინსვლის, წარმატების, ერთიანობის, კეთილდღეობისა და კიდევ უფრო მეტი განვითარების მომტანი