ილია მეორე ცნობილი საოპერო მომღერლის, მონსერატ კაბალიეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ცნობილი საოპერო მომღერლის, მონსერატ კაბალიეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„თანამედროვე მსოფლიოს მუსიკალური სამყაროს მშვენების, დიდი მონსერატ კაბალიეს გარდაცვალებამ მილიონობით ადამიანის გულისტკივილი გამოიწვია და, მათ შორის, ჩვენიც. საქართველოში ყოფნისას იგი საპატრიარქო რეზიდენციაში გვეწვია და თავისი სითბო სა სიყვარული დაუვიწყარ შთაბეჭდილებად დაგვიტოვა.

მონსერატი მარადისობის მკვიდრი გახდა, მაგრამ მისი სახელი ღვთისგან მომადლებული ნიჭისა და პიროვნული გამორჩეული თვისებების გამო, ამქვეყნადაც წარუშლელი იქნება.

ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული“, – ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე გუშინ 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის პრემიერის მეუღლის საქმეზე სასამართლო დაიწყო
შემდეგი სტატიარუმინეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმი ჩაიშალა