ილია მეორე: ჩვენ შვილებს შრომა უნდა ვასწავლოთ

ილია მეორემ უცხოეთში სამუშაოდ წასულ დედებს შვილებთან დაბრუნებისკენ მოუწოდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს თქმით, დედებმა შვილებს შრომა უნდა ასწავლონ, რათა ისინი სხვაზე დამოკიდებულნი არ იყვნენ.

ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ „გენი ქართულის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„ჩვენს შვილებს შრომა უნდა ვასწავლოთ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმაზე დამოკიდებული, ვინ, ან როდის დაგვეხმარება. შეიძლება ბიზნესმენი დაგვეხმაროს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მერე შეწყვეტს“, – აღნიშნა პატრიარქმა.

„გენი ქართული“ მრავალშვილიან დედათა ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრას უწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი: ასეთი ბინძური ჭორები, კიდევ უფრო ამძიმებს შვილმკვდარი მამის მდგომარეობას
შემდეგი სტატია“ლეიბორისტული პარტიის” გორის ორგანიზაცია 60-მდე წევრმა დატოვა