იეპე კოფოდი – შეთანხმება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებასთან დაახლოებს

დანია მიესალმება საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებას, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საქართველოს, ევროკავშირის და აშშ-ის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

ამასთან, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ყველა პარტიას მოუწოდებს, მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

„ეს არის საქართველოს, ევროკავშირის და აშშ-ის ერთობლივი დაუღალავი ძალისხმევის შედეგი. მოვუწოდებ ყველა პარტიას, ხელი მოაწერონ შეთანხმებას. ეს შეთანხმება საქართველოს დაახლოებს მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებასთან“, – განაცხადა იეპე კოფოდიმ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – იმედია, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, „ნაცმოძრაობა“ ჩამოყალიბდება
შემდეგი სტატიადამენია 20 ივნისის ამნისტიაზე – სანამ ხელმოწერაზე მიდგებოდა საქმე, ეს დეტალები უნდა გარკვეულიყო