დამენია 20 ივნისის ამნისტიაზე – სანამ ხელმოწერაზე მიდგებოდა საქმე, ეს დეტალები უნდა გარკვეულიყო

“ევროპული საქართველოს” წევრის, ლაშა დამენიას განცხადებით, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერამდე მხარეებს უნდა ემსჯელათ ვის შეეხებოდა კონკრეტულად 20 ივნისის ამნისტიის კანონი. დამენია ამბობს, რომ ის არ უნდა შეხებოდა იმ პირებს, რომლებმაც აქცია მისულ მშვიდობიან მოქალაქეებს სხვადასხვა დაზიანებები მიაყენეს.

“სანამ ხელმოწერაზე მიდგებოდა საქმე, ეს დეტალები უნდა გარკვეულიყო, უნდა შედგენილიყო ისე, რომ დამნაშავეები და ის ადამიანები, რომლებმაც სხეულის განზრახ დაზიანება მიაყენეს და არაადამიანური მოპყრობა იყო, მათ არ უნდა შეხებოდათ. თუმცა, ამაზე საუბარი, სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებულია, და ალბათ იმ ადამიანებმა უნდა იფიქრონ ამაზე, ვინც წინსწრებად ხელი მოაწერა”, – თქვა ლაშა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშიიეპე კოფოდი – შეთანხმება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებასთან დაახლოებს
შემდეგი სტატიავაშაძე – გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ, ჩავაბეტონებთ კონკრეტული კანონით