იდლიბში თებერვალში ქლორი გამოიყენეს მოსახლეობის წინააღმდეგ

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების შესაბამისად, სირიაში, იდლიბის პროვინციაში, ქალაქ სერაკიბში, თებერვლის თვეში მოსახლეობის წინააღმდე ქიმიური იარაღი, კერძოდ, ქლორი გამოიყენეს. ორგანიზაციის მიერ ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა აღმოსავლეთ გუტაში, ქალაქ დუმას შედეგები ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით – “დოიჩე ველე” წერს.

4 თებერვალს, ქალაქ სერაკიბში, დიდი ალბათობით ქლორია გამოყენებული – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 16 მაისს, ჰააგაში გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დასკვნები გაკეთებულია გამოძიების შედეგად, რომელიც ქიმიური იაარღის აკრძალვის ორგანიზაციამ ჩაატარა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მომწავმლელი გაზი ცილინდრებიდან არის გაშვებული და სავარაუდოდ, ქიმიურ იარაღად გამოყენებული. ორგანიზაციის მანდატი არ არის დაადგინოს თუ ვინ გამოიყენა ის და ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა ქიმიურ იარაღზე.
დასავლეთმა ფაქტის გამო პასუხისმგებლობა სირიის არმიას დააკისრა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ხიდის გახსნა დაგმეს
შემდეგი სტატიაერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეები მერიაში შეიჭრნენ