აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მხრიდან ანექსირებულ ყირიმში ახალი ხიდის გახსნა დაგმეს – შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარატმენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხიზერ ნოიერტმა გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია და ხიდი უკრაინის ნებართვის გარეშე აშენდა. “რუსეთის მხრიდან ხიდის აგება იმის შეხსენებაა, რომ რუსეთი საერთაშირისო სამართალს არღვევს” – ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვი ხიდის მეშვეობით “უკანონოდ მითვისებულ ტერიტორიაზე საკუთარი გავლენების გამყარებას ცდილობს” – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურმაც დაგმო ხიდის გახსნა, რადგანაც, “ეს ემსახურება ანექსირებული ტერიტორიის იძულებით ინტეგრაციას და უკრაინისგან იზოლაციის გამყარებას, რომლის ნაწილიც არის ყირიმი ” – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში – “დოიჩე ველე” წერს.