იასკო – სააკაშვილი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს, ეს ადგილი მისთვის უსაფრთხო არ არის

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადგილი სააკაშვილისთვის უსაფრთხო არ არის და იქიდან გამომდინარე, რაც გუშინ ვიხილეთ, როგორი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა და ძალის გამოყენება, ეს, რა თქმა უნდა, მისი ყველა უფლების დარღვევაა. ვფიქრობ, ეს დიდი სირცხვილია, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა.

„მას უთხრეს, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაჰყავდათ და ის მოატყუეს. დღეს ბევრი განცხადება გაკეთდა როგორც ევროპარლამენტარების, ასევე ევროკავშირის ელჩის მხრიდან, ყველა ძალიან შეშფოთებულია იმით, რაც მოხდა, რომ რეკომენდაციის გარეშე, ადვოკატების, ექიმების, ნათესავების, უკრაინული მხარის ინფორმირების გარეშე, ის ჩუმად გადაიყვანეს და ეს, სამწუხაროდ, ევროპული ღირებულებებისგან ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯია,“- აღნიშნა ლიზა იასკომ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობას მოვუწოდებთ, უზრუნველყონ, რომ მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში – დეგნანი სააკაშვილზე
შემდეგი სტატიადეგნანი – სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს