დეგნანი – სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს

საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი პროფესიონალი ადამიანებითაა დაკომპლექტებული და ისინი „კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებენ“.

„სახალხო დამცველის ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვა არასამთავრობოებო ორგანიზაციებთან ერთად ქვეყნის განვითარებაში. ისინი არიან ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების დამცველები და ბევრი ზედამხედველობის ფუნქცია აქვთ. დღეს მქონა პატივი, რომ სახალხო დამცველის ადგილობრივ წარმომადგენელს შევხვედროდი. ბევრ სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის მათ საქმიანობაზე, რომელიც შეეხება სხვადასხვა კუთხით საქმიანობას – ბავშვთა უფლებების კუთხით, ქალების წინააღმდეგ ძალადობას და ა.შ. მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და საქართველოში ის დაკომპლექტებულია პროფესიონალი ადამიანებით. კრიტიკის ნაცვლად ისინი ქებას იმსახურებენ“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიიასკო – სააკაშვილი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს, ეს ადგილი მისთვის უსაფრთხო არ არის
შემდეგი სტატიამორიგი ე.წ შუმოკი გლდანის ციხის კრიმინალებისგან – ნიკა გვარამიას და დიტო საძაგლიშვილის გამოჩენას პატიმრების აგრესია მოჰყვა