იაპონიის ელჩი – პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების მალე შესრულების მომხრეები ვართ

საქართველოში იაპონიის ელჩი იმამურა აკურა ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ შეთანმხებას მხარი უნდა დაუჭირონ, რაც კარგი იქნება ევროინტეგრაციისა და საინვესტიციო კლიმატისთვის.

“ქართველ ხალხს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების მალე შესრულების მომხრეები ვართ. ევროკავშირის მიერ შემუშავებული დოკუმენტი იდეალურია იმისთვის, რომ პარტიები ერთად დასხდნენ და იმუშაონ ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტში, როგორიცაა პარლამენტი. ამ პროცესებს მხარს ვუჭერთ”, – თქვა იმამურა აკირამ.

banner
წინა სტატიაშიჩვენც ჩავერთვებით გათავისუფლების პროცესში – ზაზა გახელაძის ოჯახი აქციებს აანონსებს
შემდეგი სტატიადეპუტატები “მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ