ჩვენც ჩავერთვებით გათავისუფლების პროცესში – ზაზა გახელაძის ოჯახი აქციებს აანონსებს

ოკუპანტების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, აქციებს აანონსებს. ოჯახი იმედოვნებს, რომ პროტესტს შედეგი ექნება და გახელაძეს უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.

ამას გარდა, გახელაძეების ოჯახი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

“ჩვენც ჩავერთვებით გათავისუფლების პროცესში. ჩვენებურად გამოვხატავთ პროცესს, გავალთ გარეთ, ეს იქნება პირველი, რასაც გავაკეთებთ ჩვენ. მოვაწყობთ აქციებს და აქციების ფონზე იქნებ ამან მაინც დადოს შედეგი. როცა ვერ გამოიყვან შენ უდანაშაულო პატიმარს ქვეყნიდან, ეს უკვე დაუცველობაა, უსუსურობაა. ვფიქრობ, რომ ვინმე უნდა ჩამოვიდეს მთავრობიდან, ჩვენ კი არ უნდა ვითხოვდეთ ვიღაცასთან შეხვედრას, თვითონ უნდა ჰქონდეთ სურვილი, რომ ჩვენ შეგვხვდნენ,- თქვა ირმა ბუთხუზმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან
შემდეგი სტატიაიაპონიის ელჩი – პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების მალე შესრულების მომხრეები ვართ