იან კელი გაეროს რეზოლუციაზე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დოკუმენტს, მხარს ყოველთვის დავუჭერთ

news
ავტ.: news მარტი 25, 2017 13:13

იან კელი გაეროს რეზოლუციაზე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დოკუმენტს, მხარს ყოველთვის დავუჭერთ

საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას მხარს უჭერს.

მისი თქმით, სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება შემაშფოთებელია.

„ჩვენ ამ რეზოლუციას მხარი დავუჭირეთ. სეპარატისტულ რეგიონებში, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება გვაწუხებს. 21-ე საუკუნეში, აუცილებელია მეტი კომუნიკაცია და ნაკლები ბარიერი, რომელიც ადამიანებს აშორებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დოკუმენტს, ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ“, – აღნიშნა იან კელიმ.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში, „თანამშრომლობა საქართველოსთან“ რეზოლუცია მიიღო. საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის თანასპონსორი 43 სახელმწიფო გახდა. ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა გაეროს სპეციალურმა ორგანომ – ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს საკითხზე მიიღო.

რეზოლუციაში გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხაზგასმულია ადამიანთა გატაცებების, უკანონო დაკავებების, საკუთრების უფლებაში ჩარევის, მშობლიურ ენაზე განთლების მიღების უფლების, თავისუფალი გადაადგილებისა და ცხოვრების უფლებების დარღვევების ფაქტები, ასევე, ორივე რეგიონში ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის შემთხვევები.

საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი 2016 წლიდან არის.

news
ავტ.: news მარტი 25, 2017 13:13