ვინ შევა შპს რუსთავი 2 -ის გუნდში – არხი ძმები ყარამანიშვილების წინადადებას დათანხმდა

“ორშაბათს დავაფუძნებთ შპს-ს, “რუსთავი 2”-ის გუნდი იქნება ამ შპს-ს სახელი და ეს შპს იქნება ამ 51% წილის მფლობელი“, – ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ძმები ყარამანიშვილების ბოლო შეთავაზებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გვარამიას თქმით, დღეს, 19:00 საათზე “რუსთავი 2”-ის გუნდი შეიკრიბება და გადაწყდება, რამდენი ადამიანი დააფუძნებს შპს “რუსთავი 2”-ის გუნდს, ანუ, ვინ იქნება ამ წილის მფლობელი და მართვაზე პასუხისმგებელი.

ძმები ყარამანიშვილები კოლექტივს სთავაზობენ ამ თემაზე საჯარო დისკუსიას და კონსულტაციებს საქმიან რეჟიმში, რათა წილები გუნდის წარმომადგენლებს გადაუნაწილდეთ ღიად და სამართლიანად.

„პირველ რიგში ყარამანიშვილების შემოთავაზე არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და რევოლუციური. ეს არის პრაქტიკულად არხის თანამშრომლებისთვის საკონტროლო პაკეტის გადაცემა, რაც უნდა გვესმოდეს, რომ 51% “რუსთავი 2”-ში არის შპს “საქართველოს” ხელში და შპს “საქართველოს” 51% საკონტროლო პაკეტი იქნება უკვე “რუსთავი 2”-ის საკონტროლო პაკეტის. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კოლექტივის ხელში გადაცემა იმ უფლების, რომ ის იყოს ძირითადი აქტორი არხის ბედის წარმართვაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ძმები ყარამანიშვილების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, რადგან გენერალური დირექტორის თქმით, უსასყიდლოდ ხდება მისი გადაცემა. ნიკა გვარამიას თქმით, კონსულტაციების რეჟიმზე გადასვლისთვის გუნდი მზად არის.

banner
წინა სტატიაშისენაკში ნიკა გაბეჩავას ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაიან კელი გაეროს რეზოლუციაზე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დოკუმენტს, მხარს ყოველთვის დავუჭერთ