HRHT: შოკირებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო მასობრივი ძალადობისთვის ხელის შეშლა

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights House Foundation დღეს, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. წერს, რომ “ხელისუფლებამ ვერ შეძლო მასობრივი ძალადობისთვის ხელის შეშლა”. ორგანიზაცია შსს-ს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დასაცავად:

“შოკირებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო მასობრივი ძალადობისთვის ხელის შეშლა, რომელიც განხორციელდა ჟურნალისტებზე და ადამიანის უფლებათა დამცველ სხვა ორგანიზაციებზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოებაზე, მათ შორის Tbilisi Pride და მოძრაობა სირცხვილიას ოფისებისა და მათი ქონების მიმართ. ჩვენ ძალადობის ყველა ფორმასა და ხელისუფლების მხრიდან ამ ძალადობის აღკვეთის საქმეში მარცხს ვგმობთ. მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოება მთავრობას ამაზე გამუდმებით აფრთხილებდა. მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ყველა ჟურნალისტის, უფლებადაცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელის დასაცავად”, – წერს Human Rights House Foundation.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მისი გულშემატკივრებისთვის
შემდეგი სტატიამწვანე ალტერნატივა წყვეტს რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობასთან კომუნიკაციას