მწვანე ალტერნატივა წყვეტს რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობასთან კომუნიკაციას

ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივა დღეს, 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ წყვეტს რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობასთან კომუნიკაციას.

“მწვანე ალტერნატივა ნამახვან ჰესის აშენების წინააღმდეგი იყო ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამდე და გააგრძელებს ამ წინააღმდეგობას. ჩვენდა სამწუხაროდ, „რიონის ხეობის მცველებმა“, რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით, ხოლო დღევანდელ, ადამიანის უფლებების შემლახავ აქციაში მონაწილეობით, დისკრედიტაცია გაუწიეს მთელ წინააღმდეგობის მოძრაობას. ამდენად, მწვანე ალტერნატივა წყვეტს რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობასთან კომუნიკაციას”, – წერია განცხადებაში.

მწვანე ალტერნატივა გმობს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წახალისებით განვითარებულ მოვლენებს თბილისი პრაიდთან დაკავშირებით:

“მიგვაჩნია, რომ ორივემ დიდი წვლილი შეიტანა სიძულვილის გაღვივებაში, რაც დღეს, 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმებით, მოძრაობების ოფისების დარბევით და პარლამენტის შენობაზე ევროსაბჭოს დროშის ჩამოხსნით დაგვირგვინდა”.

banner
წინა სტატიაშიHRHT: შოკირებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო მასობრივი ძალადობისთვის ხელის შეშლა
შემდეგი სტატიამუმლაძე: აქცია დაგეგმილი იყო „მოძრაობა საქართველისთვის“ კარვების ასაღებად