ჰერჩინსკი – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აბსოლუტურად აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ცესკო-ს დაკომპლექტების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს კიდევ ერთი საკითხია, სადაც ჩვენ დიალოგის გაგრძელება გვჭირდება ევროკომისიასა და საქართველოს შორის. თავისუფალი და სამართლიანი პროცესი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია. საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია საერთაშორისო სტანდარტების განმსაზღვრელია, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ საქართველოს პარლამენტს, კონსულტაცია გაიაროს ყველა დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია არჩევნებზე“, – განაცხადა ელჩმა.

ჰერჩინკის თქმით, ვენეციის კომისია მკაფიო იყო რეკომენდაციებში.

„კანონი, რომელსაც ხელი მოეწერა, შეიცავს ვენეციის კომისიის მრავალ რეკომენდაციას, თუმცა სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული“, – განაცხადა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიჰერჩინსკი – გაფართოების შესახებ პირველ ანგარიშში ვხედავთ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას
შემდეგი სტატიაშვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ალიანსი უკრაინისთვის საკმარისს არ აკეთებს