ჰარცელი: ნებისმიერს შეიძლება საკუთარი პოზიცია ჰქონდეს, იმის შესახებ, თუ როგორი ბარიერი არის საუკეთესო ქართული დემოკრატიისთვის

“ნებისმიერს შეიძლება საკუთარი პოზიცია ჰქონდეს, იმის შესახებ, თუ როგორი ბარიერი არის საუკეთესო ქართული დემოკრატიისთვის “- ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” 19 აპრილის შეთანხმების ერთგული უნდა დარჩეს, სწორედ ამ დოკუმენტითაა გათვალისწინებული დაბალი საარჩევნო ბარიერი, რომლის მიღებას “ქართული ოცნება” სავარაუდოდ აღარ აპირებს.

“ჩემი აზრით, ნებისმიერს შეიძლება საკუთარი პოზიცია ჰქონდეს იმისი შესახებ, თუ როგორი ბარიერი არის საუკეთესო ქართული დემოკრატიისთვის. მაგრამ აქ მთავრი სხვა რამეა, ჩვენ გვქონდა ამ საკითხის განხილვა გასული წლის შემოდგომაზე, რასაც მოყვა ფასილიტაციისა და მედიაციის პროცესები გაზაფხულზე და ეს ყველაფერი დაგვირგვინდა 19 აპრილის შეთანხმებით. შემდეგ ეს შეთანხმება გარდაიქმნა კონსტიტუციურ ცვლილებებად, რამაც ძალიან ფართო მხარდაჭერა მოიპოვა და რამდენადაც მახსოვს, 126 ხმა იყო ამ 2% იანი ბარიერის სასარგებლოდ. ეს მოხდა 3 თვის წინ და სასიამოვნო იყო ამ ფართო კონსესუსის ხილვა, ვფიქრობ არ უნდა დაიკარგოს ეს შესაძლებლობა და უზრუნველყოფილი იქნას ცვლილებების განხორციელება ბოლომდე.” – ამბობს კარლ ჰარცელი

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: ირაკლი ალასანია მკვლელი არ ყოფილა, თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი კი კაცის მკვლელი იყო
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ლონდონის წარმომადგენლობას შეხვდა