ირაკლი ზარქუა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ლონდონის წარმომადგენლობას შეხვდა

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ შეხვედრა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ლონდონის წარმომადგენლობასთან გამართა.

შეხვედრაზე, რომელიც ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, ყურადღება აღნიშნული ფონდის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო.

როგორც ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ლაშა ნაკაშიძემ განაცხადა, ორგანიზაცია საქართველოში ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით ახალ მრავალწლიან პროგრამას გეგმავს, რომლის ფარგლებში ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად ადგილობრივი თვითმმართველობაა მოაზრებული და, შესაბამისად, ფონდის წარმომადგენლობა დაინტერესებულია კომიტეტის პრიორიტეტებით და სტრატეგიული ხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების და დეცენტრალიზაციის მიმართულებით, რომელთა გათვალისწინება და ასახვა მოხდება პროგრამაში და სამომავლო საქმიანობაში.

„ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი უკვე წლებია თანამშრომლობს საქართველოსთან, მათ შორის პარლამენტთან და მის კომიტეტებთან საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით და, მნიშვნელოვანია, რომ წელს ჩვენს კომიტეტთან თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს. ახალი პროგრამა, რომლის განხორციელებას გეგმავს ფონდი, გარემოს დაცვითი დემოკრატიის გაძლიერებას ეხება. საპილოტედ შერჩეულია რამდენიმე მუნიციპალიტეტი, სადაც ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ სხვადასხვა აქტივობა უნდა განხორციელდეს. მნიშვნელოვანია, რომ მათი ხედვა ემთხვევა ჩვენი კომიტეტის ხედვებს, ეს არის დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი საკრებულოების გაძლიერება, მათი უფლება-მოვალეობების უფრო მეტად გააზრება და ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობა ნაყოფიერი და შედეგების მომტანი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიჰარცელი: ნებისმიერს შეიძლება საკუთარი პოზიცია ჰქონდეს, იმის შესახებ, თუ როგორი ბარიერი არის საუკეთესო ქართული დემოკრატიისთვის
შემდეგი სტატიაწულუკიანი – ვერც ერთ ძეგლს და მით უმეტეს, გელათის მნიშვნელობის ძეგლს, ვერავინ შეეხება, თუ არ აქვს ოსტატების რეესტრიდან ამონაწერი