ჰააგაში უკრაინა-რუსეთის საქმეზე 7-8 მარტს იმსჯელებენ

გაეროს საერთაშორისო სასამართლო 7-8 მარტს იმსჯელებს იმის შესახებ, გამოიყენოს თუ არა „დროებითი ზომები” უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების შეჩერებას ისახავს მიზნად.

გაეროს სასამართლოს განცხადების თანახმად, მან რუსეთს სასწრაფოდ აცნობა, რომ მოემზადოს იმ შემთხვევისთვის, თუ სასამართლო გასცემს განკარგულებას „დროებითი ზომების“ მიღების ან „დაუყოვნებლივი ნაბიჯების“ გადადგმის შესახებ უკრაინის დასაცავად.

უკრაინის სარჩელში, რომელიც კვირას შეიტანეს, აღნიშნულია, რომ კრემლის მტკიცება, თითქოსდა ის უკრაინაში გენოციდის აღსაკვეთად შეიჭრა, მცდარია.

banner
წინა სტატიაშიევროკომისია უკრაინელ დევნილებს დროებით თავშესაფრის უფლებას მისცემს
შემდეგი სტატიარუსეთი უკრაინას ბირთვული იარაღის მოპოვების საშუალებას არ მისცემს – სერგეი ლავროვი