გზების დეპარტამენტი ჩინურ კომპანიებს მოქალაქეების შემოყვანაზე დროებით თავის შეკავებას სთხოვს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჩინურ კომპანიებს ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვა. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით თავად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი განმარტებით, შეზღუდვა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას.

ასეთი შეზღუდვის დაწესება განაპირობა 22 თებერვალს ჩინეთიდან ჩამოსული ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების განთავსებასთან დაკავშირებით გაჩენილმა კითხვებმა.

შეგახსენებთ, 24 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში ინფიცირებულთა 77 400-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა 2592-მდე გაიზარდა.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 200-ს აღწევს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 416-თ გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი სამთავრობო ცვლილებებზე: მგონია, ბატონი გიორგი გულისხმობდა, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია
შემდეგი სტატიათიბისი IT აკადემია UX-ის კურსზე სტუდენტების მიღებას იწყებს