თეა წულუკიანი სამთავრობო ცვლილებებზე: მგონია, ბატონი გიორგი გულისხმობდა, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია

მგონია, ბატონი გიორგი გულისხმობდა, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„რომ გითხრათ სიმართლე, მაინც არ დაიჯერებთ, რადგან მედია არ არის ორიენტირებული სიმართლეზე, ყველა მედიას არ ეხება, ბოდიშს ვუხდი. რაც შეეხება სიმართლეს, არის ის, რომ არ ვიცი, ვიქნები თუ არა სიაში, სამინისტროში ვიქნები, სახლში ვიქნები, არ ვიცი“, – განაცხადა წულუკიანმა.

დაელოდეთ გაზაფხულს, – ასე უპასუხა 23 თებერვალს გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც სამთავრობო ცვლილებების ალბათობას ეხებოდა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი
შემდეგი სტატიაგზების დეპარტამენტი ჩინურ კომპანიებს მოქალაქეების შემოყვანაზე დროებით თავის შეკავებას სთხოვს