გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა – კასიანოვი

რუსეთის აგრესიას უკრაინისა და მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ ბიძგი უნდა მიეცა ჩვენი ქვეყნების პრაქტიკული და ეფექტური თანამშრომლობისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურ სფეროში, არამედ ჩვენს საერთო მტერთან დაპირისპირების პრაქტიკულ განზომილებაშიც – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

საქართველო – უკრაინის პარტნიორობის 30 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის დაშოშმინებისა და არგაღიზიანების პოლიტიკა მხოლოდ ახალისებს პუტინის რეჟიმს, რომ მოახდინოს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია.

კასიანოვის თქმით, დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, უკრაინას ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა.

“დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ ეს არ ხდება და არ აკმაყოფილებს ჩვენს მოლოდინებს და გაგებას, თუ რას ითვალისწინებს სტრატეგიული პარტნიორობა”. ამბობს კასიანოვი.

banner
წინა სტატიაშიანდრეი კასიანოვისა და ასეთი პოლიტიკოსებისათვის აუხსნელია რატომ ვუფრთხილდებით საკუთარ ქვეყანასა და გენოფონდს – მეგრელიშვილი
შემდეგი სტატიაფუჭია ნებისმიერი მოწოდება საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტსა და ომში ჩართვის შესახებ – ეს მათ შორის უნდა გაიგონ ჩვენმა მეგობრებმა სხვადასხვა ქვეყანაში – ცაგარეიშვილი