ანდრეი კასიანოვისა და ასეთი პოლიტიკოსებისათვის აუხსნელია რატომ ვუფრთხილდებით საკუთარ ქვეყანასა და გენოფონდს – მეგრელიშვილი

„უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, უკრაინელმა დიპლომატმა ანდრეი კასიანოვმა – დღეს გაკეთებული განცხადების შინაარსით – „როცა რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ, ეს არ ხდება“, პოლიტიკური აღიარებითი ჩვენება მისცა“, – წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

„უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, უკრაინელმა დიპლომატმა ანდრეი კასიანოვმა – დღეს გაკეთებული განცხადების შინაარსით – „როცა რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ, ეს არ ხდება“, პოლიტიკური აღიარებითი ჩვენება მისცა. უკრაინამ აღიარა, რომ ელოდა ქართული სახელმწიფოს ომში ჩართვას. ელოდა და სურდა რუსეთის აგრესია „გადაგვენაწილებინა“ და გვამებით შევხიდებოდით. იხოცებიან ბავშვები და ქალები?! დახოცილიყვნენ ქართველი ქალები და ბავშვებიც! დაე, შეწირულიყვნენ ქართველი საჯიშე კაცებიც!

მერე რა რომ მხოლოდ 2008 წლის ომით სულ მცირე 158,000 მოქალაქე ითვლება იძულებით გადასახლებულად?! მერე რა რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ რჩება?! მერე რა რომ დედაქალაქიდან 29 კილომეტრში რუსული ჯარი და ტანკი დგას?! მერე რა, რომ პატარა საქართველო პირველია უკრაინისადმი მიწოდებული დახმარებითა და ყველა შეთავაზებული სერვისით?! ანდრეი კასიანოვისა და ასეთი პოლიტიკოსებისათვის აუხსნელია რატომ ვუფრთხილდებით საკუთარ ქვეყანასა და გენოფონდს!!!“ – წერს მეგრელიშვილი ფეისბუკზე.

banner
წინა სტატიაშიმესმის, რომ ახლა ომში არიან, მესმის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მათი ბუნებრივი ინტერესია მაგრამ, ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ კიდევ ერთ ომს – ბოჟაძე
შემდეგი სტატიაგვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა – კასიანოვი