“გვინდა დავრწმუნებული ვიყოთ, რომ რუსთავი 2 დარჩება ისეთი, როგორც არის” – იან კელი

news
ავტ.: news თებერვალი 17, 2017 10:07

“გვინდა დავრწმუნებული ვიყოთ, რომ რუსთავი 2 დარჩება ისეთი, როგორც არის” – იან კელი

რუსთვი 2-ის გარშემო განვითრებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ს ელჩმა. იან კელის თქმით, ტელევიზიამ უნდა შეინარჩუნოს არსებული სახე, რადგან ის მნიშვნელოვანია ქვეყანაში პლურალიზმის არსებობის თვალსაზრისით.

“ამ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენი ხედვა კარგად არის ცნობილი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. გვინდა დავრწმუნებული ვიყოთ, რომ რუსთავი 2 დარჩება ისეთი, როგორც არის. ის მნიშვნელოვანი ხმაა ოპოზიციისთვის. იმედი გვაქვს, რუსთავი 2 ეთერში დარჩება, არაფერი შეიცვლება და ის იქნება მნიშვნელოვან ხმად პლურალიზმისთვის საქართველოში,” – აცხადებს იან კელი.

news
ავტ.: news თებერვალი 17, 2017 10:07