(Video) ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბერლინის კლინიკიდან, დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე პირველ კომენტარს აკეთებს.

ილია მეორეს კომენტარი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ გაავრცელა.

„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულის. ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ეს არის აღმოსავლური სიბრძნე.

სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან.

ვერავინ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო“, – აღნიშნა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაში“გვინდა დავრწმუნებული ვიყოთ, რომ რუსთავი 2 დარჩება ისეთი, როგორც არის” – იან კელი
შემდეგი სტატიამამუკა ახვლედიანი დღეს მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხება