გვაქვს ვალდებულება დაიცვას მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესი – ბახტაძე აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას გამორიცხავს

აბაშიძე-კარასინის შეხვედრები – პრემიერი ამბობს, რომ მთავრობა ამ ფორმატს მაქსიმალურად გამოიყენებს იმ ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, რომლის წინაშეც მცირე მეწარმეები რუსული ტურისტული ემბარგოს შემდეგ აღმოჩნდნენ.

მამუკა ბახტაძე აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას გამორიცხავს. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება დაიცვას მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესი.

„ეს ფორმატი გულისხმობს ჰუმანიტარულ ურთიერთობებს, კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს. გვაქვს ვალდებულება დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესი. ვღებულობ წერილებს ჩვენი მცირე მეწარმეებისგან. დიახ, ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო არხს იმისთვის, რომ წარმოქმნილი პრობლემები გადავჭრათ და გადავჭრათ ჩვენი მოქალაქეებისთვის

ინტენსიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია ამ არხის მეშვეობით,თვითონ ზურა აბაშიძეც გააკეთებს,“-განაცხადა ბახტაძემ.

პუტინმა საქართველოს ტურისტული ემბარგო 21 ივნისს, მას შემდეგ დაუწესა, რაც საქართველოდან რუსი დეპუტატი აქციის მონაწილეებმა, საკუთარი პროტესტით ფაქტობრივად გააძევეს.

banner
წინა სტატიაშიგახარია წადი! – აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი – ნათელია, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენები უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს