გახარია წადი! – აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ

#გახარია წადი! – აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. საავტომობილო კოლონა რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაჩერდა.

აქციის მონაწილეთა მიზანია საკუთარი პროტესტი, მოთხოვნები გააგონონ მინისტრებს, რომლებიც ამ წუთებში მთავრობის სხდომას მართავენ.

მთავარი მოთხოვნა კი ერთია – გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელსაც აქციის მონაწილეების განცხადებით, პასუხისმგებლობა ეკისრება 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურნენ, რომელმაც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრს და სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა. პრემიერმა დღეს თქვა, რომ მათ დაიცვეს ქვეყანა დესტაბილიზაციისგან.

აქციაზე ასევე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც. მათი განცხადებით, “ქართული ოცნების” მმართველობა რეალურად დასრულებულია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობის მოთხოვნა უნდა შეასრულოს და პასუხისმგებლობა აიღოს 20 ივნისს მომხდარ სისხლიან დარბევაზე.

აქცია პარლამენტთან კი კვლავ 19:00 საათზე განახლდება.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი – გვაქვს კონტაქტი მოვლენებში ჩართულ პირებთან, რათა გავიგოთ რა არის ენგურის ხიდის ჩაკეტვის მიზნები და გეგმები
შემდეგი სტატიაგვაქვს ვალდებულება დაიცვას მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესი – ბახტაძე აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას გამორიცხავს