“გულის ელქსირის” შემქმნელი კახა საბახატარიშვილი წლის მედია რჩეული გახდა

2018 წლის 11 თებერვალს მედია ჰოლდინგი – „თბილისელები“ საზეიმო ვითარებაში მასპინძლობდა საქართველოში მოღვაწე და 2017 წელს წარმატებული საქმიანობით გამორჩეულ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების შეხვედრა-დაჯილდოებას, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები: პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, იურისტები, ბიზნესმენები, მედიცინის მუშაკები.

 

მრავალრიცხოვან სტუმართა შორის იყო საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრი, ექიმი, უნიკალური პრეპარატების შემქმნელი ,, გულის ელექსირი, მამოსილი, იმუნოჰერბის “ პროფესორი კახა საბახტარიშვილი, რომელიც ჟურნალ „თბილისელები“-ს მკითხველთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით გამოცხადდა გამარჯვებულად ნომინაციაში “წლის მედია რჩეული-საქართველოში ალტერნატიული მედიცინის ფუძემდებელი”.

საზეიმო ვითარებაში ბატონ კახას გადაეცა მედია ვარსკვლავი და მედია-ჰოლდინგი “თბილისელების” სიგელი.

“თაიმერი” ულოცავს ბატონ კახას ამ წარმატებას. ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს პროფესიულ საქმიანობაში და საზოგადოებრივ ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის და ხალხის სასიკეთოდ.

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ მამალაძის განაჩენს პროკურატურაც გაასაჩივრებს – განცხადება
შემდეგი სტატიაპოლიტიკურ თავშესაფარს არ მოვითხოვ – სააკაშვილი