პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოვითხოვ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან საქართველოში მის ექსტრადირებას არ ელოდება. განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინულ ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, ის პოლონეთში პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოითხოვს.
„სასაცილოდ არ მყოფნის. საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ეშინია, როგორც ეშმაკს ჯვრის. ჩემი ექსტრადირების სურვილი რომ ჰქონოდათ, ამას ჯერ კიდევ გუშინ გააკეთებდნენ. თავიდანვე ვამბობდი, რომ საქართველოსა და უკრაინას ჩემ წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები არ აქვთ“ აცხადებს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“გულის ელქსირის” შემქმნელი კახა საბახატარიშვილი წლის მედია რჩეული გახდა
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი : მიხეილ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება