გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ „თაიმერს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ძლიერი ყივნის გამო, შეზღუდვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის გადაადგილებაზე. გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს ყველა სახის ავტოტარნსპორტის გადაადგილება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიდედა სიდონიაც არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არც ერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს
შემდეგი სტატიაvivus.ge – მზად ვართ, ვალების განულების საკითხზე ჩვენ მიერ დასახელებული პირობების ფარგლებში ვაწარმოოთ მოლაპარაკება