გრიგოლ ვაშაძეს ერთ რამეში ცალსახად ვეთანხმები, ელჩების კრიტიკა არც მე მგონია სწორი – ზურაბ ჯაფარიძე

პარტია “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება შიდაპარტიულ ამბავს უკავშირდება.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, ის გრიგოლ ვაშაძეს ერთ რამეში ცალსახად ეთანხმება და ეს ელჩების კრიტიკაა, რომელიც მისთვისაც მიუღებელია.

“გრიგოლ ვაშაძეს ერთ რამეში ცალსახად ვეთანხმები, ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ელჩების კრიტიკა არც მე მგონია სწორი, მათ შორის უხეში ფორმით. სხვა მხრივ, ეს “ნაციონალური მოძრაობის” შიდაპარტიული ამბავია, ხდება ასეთი რაღაცებიც.

მე ვისზე რა უნდა ვთქვა, ჩვენი პარტიაც გაიყო ახლახანს,” – აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი მობილბანკის მომხმარებელს თანხის მოთხოვნის და გაყოფის ინოვაციურ ფუნქციონალს სთავაზობს
შემდეგი სტატიათბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადება