თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადება

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.

ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძეს ერთ რამეში ცალსახად ვეთანხმები, ელჩების კრიტიკა არც მე მგონია სწორი – ზურაბ ჯაფარიძე
შემდეგი სტატია“ევროპის უნივერსიტეტის“ ეგიდით საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს