გრიგოლ ვაშაძე: თუ უმრავლესობა არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ და მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას

admin
ავტ.: admin მაისი 12, 2020 13:34

გრიგოლ ვაშაძე: თუ უმრავლესობა არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ და მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძის თქმით, თუ უმრავლესობა 2020 წლის 8 მარტის შეთნხმებას არ შეასრულებს,​ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერს და მიმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას ყველა ნეგატიურ შედეგზე პასუხს კი ხელისუფლება აგებს.

“მინდა, გამოვეხმაურო უადგილო და უტაქტო განცხადებას, რომელიც ხელისუფლებამ გააკეთა და რომელიც 2020 წლის რვა მარტის შეთანხმების შედეგების რევიზიას ეხება. სრულიად გაუგებარია, პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით ეს განცხადება, რას ემსახურებოდა. ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს მედიატორებს მოუწიათ ჩარევა ოპოზიციის და ხელისუფლების დისკუსიაში და ახსნა თუ რა არის მედიატორის როლი და რაოდენ მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება.

სამწუხაროდ, აშშ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწია იმისთვის ხაზის გასმა, რომ პოლიტიკური პატიმრები არსებობენ, რომ ყველა მხარემ უნდა შეასრულოს ვალდებულებები და ყურადღებას აქცევენ როგორ შესრულდება. ყველა ნეგატიურ შედეგზე, რასაც ხელისუფლების უადგილო განცხადება მოიტანს, პასუხს აგებს ხელისუფლება,”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ თუ არ შესრულდება შეთანხმების მთავარი ნაწილი, ცვლილებებსა და პოლიტიკურ პატიმრებზე, ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

“არ დავუჭერთ მხარს ცვლილებებს და არ გვიტოვებს ხელისუფლება სხვა გამოსავალს, რომ ისევ მივმართოთ კონსტიტუციურად გათვალისწინებულ უკიდურესი პროტესტის ფორმას. აქციებსაც, რისი არავითარი სურვილი არ გვაქვს. არ გვაქვს სურვილი რადიკალიზაციის და დაპირისპირების, რადგან იმ კრიზისის გამკლავებას, რაც გველოდება, შევძლებთ ერთობლივი პოლიტიკური ნაბიჯებით.” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმი რიში იმედოვნებს, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები 8 მარტის შეთანხმებას სრულად შეასრულებენ, რაც მათ შორი გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის მიღებას.

8 მარტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს ადამ კინზინგერიც. რესპუბლიკელი კონგრესმენი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულება აუცილებელია.

admin
ავტ.: admin მაისი 12, 2020 13:34

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics