GR-ის შემოსავალი ტვირთბრუნვიდან ექვს თვეში 32 მილიონი ლარით გაიზარდა

„საქართველოს რკინიგზის“ 2019 წლის 6 თვის მონაცმებით, სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში შემოსავალი 32,7 მლნ ლარით (23 %) – ით მეტია, ხოლო 2017 წლის იგივე პერიოდის შემოსავალს 20,8 მლნ ლარით (14%)-ით აღემატება.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ნედლი ნავთობის სარკინიგზო გადაზიდვა საგრძნობლად შემცირდა, ხოლო 2019 წლის განმავლობაში ამ სახეობის ტვირთის გადაზიდვა ნულოვანია, შემოსავლების მატება განპირობებულია მშრალი ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვების მატების ტენდენციით. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან დაიწყო ახალი ტვირთების მოზიდვა სარკინიგზო გადაზიდვებისათვის, მათ შორის არის ყაზახური ხორბალი და ნახშირი.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პირველ მოადგილედ დავით ფარცვანია დანიშნა
შემდეგი სტატიათიბისიმ სითი ბანკთან სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულება გააფორმა