გორში, გიორგი გახარიას პარტიის ოფისის გახსნის პარალელურად, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

პარტია “საქართველოსთვის” გორში ოფისს ხსნის. ოფისის გახსნის პარალელურად, 2018 წლის 6 ივლისს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები აქციას მართავენ. გარდაცვლილის მამის, მერაბ მერებაშვილის განცხადებით, გიორგი გახარია ჯერ შსს მინისტრობის, შემდგომ კი პრემიერის პოზიციიდან ოჯახს არაერთხელ დაპირდა დახმარებას და ობიექტურ გამოძიებას, თუმცა უშედეგოდ.

“გახარია დაგვპირდა, რომ ჩემი შვილის საქმე პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი, თუმცა 3 წლის თავზე სიმართლე არაა დადგენილი. ჩემი შვილი მოკლეს, მკვლელებს კი პოლიციამ ხელი დააფარა. აქ მოვედით იმიტომ, რომ მკვლელების მფარველებს ხელისუფლებაში ყოფნის უფლება არ აქვთ, Sესაბამისად, ვაპროტესტებთ ამ პარტიის ოფისის გახსნასაც“, – განაცხადა მერაბ მერებაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახაძე პრაიდზე – ადგილი, რომელიც მათ აქვთ შერჩეული ჩემთვის შეიძლება მიუღებელი იყოს
შემდეგი სტატიატალიაშვილი პრაიდზე – ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან